საპარლამენტო უმრავლესობა იმედოვნებს, რომ საზოგადოება პოლიტიკოსების ქმედებას ადეკვატურად შეაფასებს. მათ აინტერესებთ, ზურაბ ნოღაიდელი და მისი თანამოაზრეები საქართველოში ცხოვრებას როგორ გააგრძელებენ. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, XXI საუკუნეში პოლიტიკური ქმედებების მეთოდები დაიხვეწა.
"დახვეწილია როგორც მეხუთე კოლონის, ასევე ნეოკომუნისტური ფაშიზმის ანუ ნეოკრემლის მეთოდებიც", _ აცხადებს იგი და დასძენს, რომ თუ ადრე გასაბჭოების დროს საქართველოს მეხუთე კოლონიდან გაგზავნილმა წერილმა ერთი დღით დაიგვიანა: ჯერ საქართველოში XI არმია შემოვიდა და მერე გაიზგავნა წერილი, დღეს "ეს კონტაქტები უფრო ახალია და უფრო თანმიმდევრული".
იგი იმედოვნებს, რომ საქართველო დღეს ამ სცენარის განმეორებას აღარ დაუშვებს და აცხადებს, რომ "ყველამ ვინც ახალი მეხუთე კოლონის გვერდით დგომას აპირებს, უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მომხდარ ეთნოწმენდას აკანონებს ".
მალაშხია დარწმუნებულია, რომ ნოღაიდელისა და მისი თანამოაზრეების განაჩენი საზოგადოების მხრიდან მძიმე იქნება. იგი მოუწოდებს ამ ადამიანებს, დაფიქრდნენ, "რას უკეთებენ ქვეყანას, შთამომავლობას".