საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთიდან თავისი დანაყოფების გაყვანა დაასრულა. ქაბული ბერძნული ბატალიონის ყველა ჯარიკაცმა დატოვა. მათ თან ყველა თავიანთი ფინანსური სახსარიც გაიტანეს. ამით ავღანეთში საბერძნეთის სამხედრო მისია დასრულდა, რომელიც 2002 წლის 17 თებერვალს დაიწყო.
საბერძნეთის თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ავღანეთში დარჩა მხოლოდ შვიდი ბერძენი მფრინავ-ინსტრუქტორი, რომლებიც ავღანელ პილოტებს ამზადებენ.
მათი სწავლების დასრულების შემდეგ კი ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.