პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მნიშვნელოვანი ვიზიტების გადადება მოხდა. დღეს ცნობილი ხდება, რომ რუსეთში სტუმრობა გაურკვეველი ვადით იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ესიხიკო ნოდამ გადაიფიქრა. რუსული მედიის ინფორმაციით, მიზეზი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობა გახდა.
როგორც ცნობილია, მედიაში მცირე ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კრემლის მეთაურმა წელის არეში ტრამვა მიიღო. პირველად, ეს ცნობა სააგენტო „როიტერმა" გაავრცელა, რომლის მონაცემებითაც პუტინს ქირურგიული ოპერაციაც კი დასჭირდა.
რუსეთის პირველი პირის ავადმყოფობის შესახებ 27 ნოემბერს, ალექსანდრე ლუკაშენკომაც ისაუბრა. მისი თქმით, ტრამვის გამო, მისი რუსი კოლეგა იძულებული გახდა ჰოკეის თამაშზე და ძიუდოზე უარი ეთქვა. პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი კი ირწმუნება, რომ პუტინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას უბრალოდ „ჩვეულებრივი სპორტული ტრამვა" აქვს.