"მიმაჩნია, რომ რომელიმე ტელევიზიისთვის უფლებამოსილების მიცემა, რომ სასამართლო სხდომა მთლიანდა გადაიღოს, ეს, გარკვეულწილად, მართალმსაჯულების ინტერესებს ეწინაღმდეგება", - განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი პრობლემებს შეუქმნის სასამართლო მხარეებსა და მოწმეებს.
,,წარმოიდგინეთ მოწმე, რომელიც განსაკუთრებით მძიმე, ან მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენებას აძლევს და იცის, რომ მისი საუბარი ტელევიზიით იქნება გადაცემული წარმოიდგინეთ როგორ მდგომარეობაში იქნება ის და არ გაუჭირდება იმის თქმა, რაც უნდა თქვას? ", -განაცხადა კუბლაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესების თავიდანბოლომდე მედიასაშუალებებით გადაღება ხელს შეუშლის საქმეების ობიექტურად განხილვასა და დასრულებას.
მისივე განცხადებით, საკმარისი იქნება მედიასაშუალებების მხრიდან პროცესის დაწყებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების გადაღება.