"ვიკილიქსის" დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი ფილტვების ქრონიკული დაავადებით იტანჯება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამის შესახებ ეკვადორში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ანა ალბანმა განაცხადა. ელჩის თქმით, ასანჟს სისტემატური მკურნალობა სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "The Huffington Post" ავრცელებს.
ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა. მაშინ, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლონდონი, ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება და მის დატოვებას ვერ ახერხებს. ამის გამო, ასანჟს სერიოზული სამედიცინო და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
თავად ასანჟმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცხოვრობს როგორც კოსმონავტი კოსმოსურ სადგურზე და მისი მთავრი პრობლემა საელჩოში გამოკეტვის შემდეგ, მოწყენილობაა. იმისათვის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მოაგვაროს, ასანჟი მკაცრ დღის რეჟიმს მისდევს და სისტემატურად ააკეთებს ფიზიკურ ვარჯიშებს (ოთახში მას სპეციალური მოწყობილობები დაუდგეს), ხოლო რათა მოახდინოს მზის სინათლის უკმარისობის კომპენისერება, იღებს ვიტამინ დეს, თუმცა, დევნილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
შეგახსენებთ, რომ საიტის სკანდალურ დამფუძნებელს ბრალი სექსუალურ დანაშაულში ედება, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და დიდ ბრიტანეთში 2010 წელს დააკავეს, თუმცა, შემდეგ გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. თავად ასანჟი თავის საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევს. მან ვერ შეძლო ვერდიქტის შეცვლა და ეკვადორის საელჩოში დაიმალა. როგორც საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, ერთ დღეს პროგრამისტმა მათ უბრალოდ დაურეკა და დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც თავშესაფარი მას ეკვადორის საელჩოში მისცეს, თუმცა საელჩოს შენობის დატოვებას ასანჟი ვეღარ ახერხებს.
მასალის გამოყენების პირობები