დეკემბერში ჟენევაში გარღვევას არ უნდა ველოდოთ, - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია "ქართული ოცნების" კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის ხელმძღვანელი გია ვოლსკი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის პერსპექტივების კომენტირებისას.
როგორც ცნობილია, ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილებებია.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ამ რაუნდზე მონაწილეთა შორის, უფრო, პოზიციების დაზვერვას ექნება ადგილი.
"ახლა ყველაფერს ელის, რაღაც პოზიციების დაზვერვა. ვფიქრობ, ოპონენტებსაც უნდა მოვუსმინოთ, დღევანდელ ოპონენტებს, გუშინ ვისაც მიყავდა მოლაპარაკებები მათაც. ალბათ, პარლამენტშიც უახლოეს დღეებში გვექნება კომისიის სხდომა. ახლა ამ ეტაპზე ეს არის წინაპირობების გაცვლა -გამოცვლა და ერთმანეთის პოზიციების მოსინჯვა და ეს ნორმალურია", - აცხადებს"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარისას ვოლსკი.