ათობით ათასი დემონსტრანტი დარჩა წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ეგვიპტის დედაქალაქის მთავარ მოედანზე. ისინი პროტესტს გამოთქვამენ ქვეყნის პრეზიდენტის მუჰამედ მუსრის გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსიულება გაიფართოვა და ამიერიდან მისი ნებისმიერი გადაწყვეტილების გაპროტესტება შეუძლებელი ხდება.
მუსრის განკარგულების მიხედვით, მისი გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება იკრძალება.
დემონსტრატები აცხადებენ, რომ არ აპირებენ შეწყვიტონ პროტესტი იმ დრომდე, ვიდრე პრეზიდენტი თავის მიერ გამოცემულ დეკრეტს არ გააუქმებს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები ქაიროში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში რამდენიმე დღეა გრძელდება. პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის მომხდარი შეტაკებებისას ათამდე ადამიანი გარდაიცვლა, ათობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიღო.
მასალის გამოყენების პირობები