შსს ისანი-სამგორის პოლიციის VI განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე დააკავეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, 1984 წელს დაბადებული ლაშა გადიშვილი.
შემთხვევა 25 ნოემბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, #67-ის ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, გადიშვილმა შპს. "თბილსერვისის" კუთვნილი "გაზ- 53" მარკის ავტომანქანა გაქურდა. ცნობილია, რომ ბრალდებული თავადაც შპს "თბილსერვისის" თანამშრომელი იყო.
ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლის მესამე ნაწილის დ-ე ქვე-პუნქტით აღიძრა. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.