თბილისის დასუფთავების სამსახურის სამივე ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ. ისინი დასუფთავების სამსახურში არაგეგმურ შემოწმებას ატარებენ.
როგორც ჟურნალისტებთან დასუფთავების სამსახურის უფროსმა თორნიკე შიოლაშვილმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დოკუმენტაციას ამოწმებენ და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაასრულდება შემოწმება.