სს "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კონსტანტინე გუნცაძე დაინიშნა, გენერალური დირექტორის მოვალეობებს კი, პირველი მოადგილე ოლეგ ბიჭიაშვილი შეასრულებს. სს „ საპარტნიორი ფონდის" გადაწყვეტილებით, სს „საქართელოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კონსტანტინე გუნცაძე დაინიშნა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა კი, 7 წევრით განისაზღვრა.
გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა სს „საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტშიც.
გენერალური დირექტორის (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის) პირველ მოადგილედ დაინიშნა ოლეგ ბიჭიაშვილი, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობებს შეასრულებს.
ბატონი ოლეგი გამოცდილი რკინიგზელია, მას საქართველოს რკინიგზაში რამდენიმე ათეული წლის მსახურების სტაჟი აქვს და ზედმიწევნით კარგად იცნობს რკინიგზის სპეციფიკას.
ინფრასტრუქტურის დირექტორად დაინიშნა ასევე გამოცდილი რკინიგზელი, გურამ გურამიშვილი.
რაც შეეხება სს „საქართელოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოს, ის უფრო წარმომადგენლობითი გახდა, დაემატა რა ერთი წევრი ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის სახით. ოპერაციათა მართვის დეპარტამენტს გრიგოლ სამსონაძე ხელმძღვანელობს.