,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' ვანო მერაბიშვილს მილიონ შვიდასი ათასი ევროს მითვისებასა და ნარკოკარტელის საქმის შეთითხვნაში ადანაშაულებს. როგორც ჟურნალისტებთან უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ, ადვოკატებმა თამაზ გურაშვილმა, მაკა გიოშვილმა და ირაკლი ლომიძემ განაცხადეს ნუგზარ ბოჭორიშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, მევლუდ სვანიძე და რომან მესუმიანი გახლდნენ მსხვერლნი იმ ბინძური სცენარისა, რომელიც უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიერ დაიგეგმა და მასში უსუალო მონაწილეობა მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებმა დათა ახალაიამ, სოსო თოფურიძემ, ლევან ქარდავამ და სხვებმა მიიღეს მონაწილეობა.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების" ინფორმაციით, 2010 წლის 7 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამატყუნებელი განაჩენი, რომლითაც დამნაშავედ ცნო ნუგზარ ბოჭორიშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, მევლუდ სვანიძე და რომან მესუმიანი შემდეგ დანაშაულთა ჩადენის გამო. კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ (სსკ 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" პუნქტი); დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადება ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად და შეკვეთით (სსკ 18,109 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" პუნქტი), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ტარება, გასაღება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" პუნქტი).
,,უფლებადამცველთა გაერთიანების" ინფორმაციით, საქმეში არ არსებობს დანაშაულის ჩადენის რაიმე რაელური მტკიცებულება, გარდა მოწმეთა იძულებით და წამებით მიღებული ცრუ ჩვენებებისა. არ გვახსოვს ნარკოტიკულ დანაშაულთა საქმეზე დამდგარიყოს გამატყუნებელი განაჩენი, მაშინ როცა არ ამოღებულა ნარკოტიკი და არ ჩატარებულაექსპერტიზები. ბოჭორიშვილის სახლიდან ამოღებული მილიონ შვიდასი ათასი ევრო ხელისუფლებამ ისე მიითვისამ რომ მისი კვალი ჯერ კიდევ დაუდგენელია. დღეისათვის ნუგზარ ბოჭორისვილი საბერძნეთში იმყოფება, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, მევლუდ სვანიძე და რომან მესუმიანი პატიმრობაში იმყოფებიან. ამ დღეებსი კი უზენაეს სასამართლოში შევიდა საკასაციო საჩივარი აღნიშნულ საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, _ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.