სოფლის მეურნეობის სამინისრტო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მიწათმოქმედების კულტურის მომავალს უჭერს მხარს. სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესებულია ხელი შეუწყოს ანალოგიური პროექტების განხორციელებას.
„ჩვენ გვაქვს დიდი ბუნებრივი შესაძლებლობები, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შევძლოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება. თუმცა, ეს მაინც არ არის იოლი საქმე და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრისთვის სათანადო გამოცდილებას მოითხოვს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვის მხარში ამოუგება ისეთ ინიციატივებს, რომელიც ქართველ ფერმერებს მსგავს გამოცდილებას შესძენს", - განაცხადა დავით კირვალიძემ. მისივე თქმით, გარემოსთან მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ხელს შეუწყობს საქართველოში მცირე საწარმოების შექმნას, რაც დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.