შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N 3 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, მიღებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა პიროვნება, რომელსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი. დაკავებულის განმარტებით, იგი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰაიკ ხაჩატრიანია.
აღნიშნული პიროვნება გადაყვანილ იქნა სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) ახალციხის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით.