ციტრუსის გადამზიდავ კომპანიებს გადასახადი გაუნახევრდათ. უკრაინულ ბაზარზე განბაჟების ტარიფი ერთ ტონა ციტრუსზე 1100 აშშ დოლარის ნაცვლად 600 აშშ დოლარი იქნება, რაც გადამზიდავებზე, ციტრუსის ფასებზე და რაოდენობაზე აისახება.
„მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის უწყენებთან ერთად საკონსულოები, საელჩოები და საბაჟო დეპარტამენტებიც იყვნენ ჩართული. მოლაპარაკებები ასევე, მიმდინარეობს ბელარუსიასთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის დარეგულირდება განბაჟების ტარიფები'' - განცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარძემ.