შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგება.
ნაცვლშვილის განცხადებით, იგი სხვადასხვა ორგანოებში მიმდინარე გამოძიებებზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას განახორციელებს.
მისივე თქმით, ახალ თანამდებობაზე გადასვლა სამართალდამცავი ორგანოების პირველი პირების ინიციატივით მოხდა.
,,ჩემი კურირების სფერო იქნება გამოძიება საქართველოს პროკურატურის ცენტრლურ აპარატში ანტიკორუფციულ დეპარტამენტში, ასევე კურირებას გავუწევ გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში საოლქო პროკურატურაში, ასევე ჩემი კომპეტენციის სფერო იქნება საპროცესო ზედამხედველობა საქართველოს შსს უსაფრთხოების ბლოკის დეპარტამენტებში, თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიმდინარე გმოძიებებზე, აგრეთვე კურირებას გავუწევ მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს", _განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ამ დრომდე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.