ხვალ, 28 ნოემბერს, მოსკოვში რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სოციალ-ეკონომიკური დახმარების მეექვსე "მთავრობათაშორისი" კომისიის სხდომა გაიმართება.
ოსი სეპარატისტები იუწყებიან, რომ სხდომაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური დახმარების საინვესტიციო პროგრამას განიხილავენ რომელიც 2012-2013 წლებზეა გათვლილი. შეიმუშავებენ სტრატეგიას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის განვითარებას 2030 წლამდე ითვალისწინებს და განვითარების შუალურ პროგრამაზე იმსჯელებენ, რომელიც 2017 წლამდეა გათვლილი.
"აღნიშნული ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ალექსანდრე ხლოპონინი და სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე როსტიკ ხუგაევი",_ იუწყებიან სეპარატისტები.