წუხელ მახაჩკალაში კომერციული ბანკის "კონტინენტალის" მახაჩკალის ფილიალის მმართველი თავის სამუშაო კაბინეტში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ბანკის მმართველს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილზე ნაპოვნია ტრავმატიკული პისტოლეტი და ერთი გილზა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.