მძიმე დამწვრობით ზესტაფონიდან თბილისის რეფერალურ ჰოპსპიტალში 57 წლის მამაკაცი გადმოიყვანეს. Mმას ზედა კიდურები აქვს დაზიანებული.
ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
პაციენტმა დამწვრობა სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას ელექტროსადენებისგან მიიღო. იგი კომპანია ,,ენეგრო-პრო-ჯორჯიას" თანამშრომელია.