შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიციის ყველა სამხარეო სამმართველოს და რაიონულ განყოფილებებს ეწვევა. ის თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს პირადად გაეცნობა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრი მიიღებს ინფორმაციას რეგიონებში არსებული კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებაც.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის რაიონული სამმართველოების პირადი შემადგენლობების გაცნობა კახეთიდან დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იმყოფებოდა დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის, თელავის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონულ სამმართველოებში. კახეთში პოლიციის განყოფილებების დათვალიერების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ალავერდის მონასტერსაც ეწვია.