შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე ადვოკატთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მივიდა. როგორც ებანოიძემ ჟურნალიტებთან განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რის გამო დაიბარეს ფინასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
"თემა ჯერჯერობით არ ვიცი. მოვედი დაკითხვაზე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და გამოსვლის შემდეგ დეტალებზე გეტყვით", - განაცხადა ებანოიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა მისი დაბარება შემოსავლების სამსახურში მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ებანოიძე ფინასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს დაიბარეს.