სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია გერმანიის ფედერალური აუდიტორული სამსახურის წევრს, დოქტორ მათიას მერიგს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც GIZ-ის პროგრამის - "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" - ფარგლებში გაიმართა, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია თემაზე: "უმაღლესი აუდიტორული ორგანოსა და პარლამენტის თანამშრომლობა". განხილულ იქნა საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის ასპექტები ორი ქვეყნის - გერმანიისა და საქართველოს უმაღლესი აუდიტორული სამსახურების საქმიანობის გამოცდილების გათვალისწინებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიასა და გერმანიის ფედერალური აუდიტორული სამსახურის წევრის, დოქტორ მათიას მერიგის შემაჯამებელი შეხვედრა 2012 წლის 29 ნოემბერს გაიმართება.