პროკურატურაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. საჩივარი პატიმარ გიორგი ჭანტურიას დედამ, მანანა კვირკველიამ შეიტანა და შვილის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა.
კვირკველიას განცხადებით, გიორგი ჭანტურია სასჯელს ხიზანიშვილის მიერ მიცემული ცრუ ჩვენების საფუძველზე იხდის.
შეგახსენებთ, რომ კვირკველია პატრულის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და გაქურდვის მცდელობაშია ბრალდებული. ის სასჯელს რუსთავის 16-ე დაწესებულებაში იხდის და 10 წელი აქვს მისჯილი.