საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: "როგორ ჩავაბაროთ აშშ-ის უნივერსიტეტებში ინდივიდუალურად". პრეზენტაცია საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრმა "კვალმა" გამართა.
პრეზენტაცია მოიცავდა შემდეგ საკითხებს: შესაფერისი უნივერსიტეტის მოძიება; სააპლიკაციო პროცესი; სტანდარტული ტესტები (TOEFL, GRE, GMAT); სამოტივაციო წერილი; ფინანსური დახმარების წყაროები.