სს „თელასის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დევი კანდელაკი დაინიშნა, შპს „მტკვარი ენერგეტიკა"-ს, სს „ხრამი-1" და სს „ხრამი-2" გენერალური დირექტორი („ინტერ რაო ეეს"-ის ჯგუფის გენერაციის აქტივები საქართველოში).
დევი კანდელაკმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2005 წელს მიიღო მენეჯმენტის ევროპული სკოლის დიპლომი.
2000 წელს დევი კანდელაკი კომპანია „AES-მტკვარი"-ს ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს იგი გახდა კომპანია „მტკვარი ენერგეტიკა"-ს გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე დევი კანდელაკი შპს „მტკვარი ენერგეტიკა"-ს, სს „ხრამი-1" და სს „ხრამი-2" გენერალური დირექტორია.
სს „თელასი"-ს ყოფილი გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი გააგრძელებს მუშაობას „ინტერ რაო ეეს"-ის ჯგუფში ღსს „რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის" („რაზთეს"-ის) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში კომპანია „ინტერრაო ეეს"-ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს" მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა