დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 2680 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2011 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 12 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 1023 მლნ. აშშ დოლარს (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1657 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (6 პროცენტით მეტი).
„საქსტატში" აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 52 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2011 წელს - შესაბამისად 32, 48 და 28 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14 პროცენტი (2011 წლის იანვარ-ოქტომბერში - 18 პროცენტი). 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 12 პროცენტით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8521 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1985 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 6536 მლნ. აშშ დოლარს (16 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 4551 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2012 წლების იანვარ-ოქტომბრის დინამიკური მწკრივის მიხედვით.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში გაზრდილია სამივე მაჩვენებელი წინა წლების შესაბამისი პერიოდების მიმართ. განსაკუთრებით დიდი ზრდაა ექსპორტში 2009 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით (115 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები