"ალიანსი საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი სულხან ღლონტი ბათუმის დასახლება ადლიის მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი ადგილების დათმობის სანაცვლოდ შეთავაზებულ თანხის მოცულობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მოსახლეობითვის 1 კვადრატულ მეტრში შეთავაზებული 67 ლარი არასერიოზულია და იქ მცხოვრები ხალხის დაცინვაა. მისივე თქმით, "ალიანსი საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას ადლიის მოსახლეობის დაკმაყოფილება მოხდეს ინდივიდუალური წესითა და საბაზრო ღირებულებით.
"ალიანსი საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას კარგად აწონ-დაწონოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. სრული პასუყხისმგებლობით ვაცხადებ, ამ საკითხს დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მოსახლეობის ინტერესებს. ამ მოსახლეობის ადლიიდან გასახლევა ვერ მოხდება ისე ადვილად, როგორც ეს ხელისუფლებას წარმოუდგენია", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სულხან ღლონტი და აღნიშნავს, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" მიესალმება ბულვარის გაშენებას, თუმცა არა მოსახლეობის დისკრიმინაციის ხარჯზე.