2012 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8521 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1985 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 6536 მლნ. აშშ დოლარს (16 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში 4551 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2012 წლების იანვარ-ოქტომბრის დინამიკური მწკრივის მიხედვით.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში გაზრდილია სამივე მაჩვენებელი წინა წლების შესაბამისი პერიოდების მიმართ. განსაკუთრებით დიდი ზრდაა ექსპორტში 2009 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით (115 პროცენტი).