რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ იგი კვლავ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე. ამის შესახებ მედვედევმა "ფრანს პრესს" და "ფიგაროს" განუცხადა.
"თუ მექნება საკმარისი ძალა და ჯანმრთელობა, თუ ჩვენი ხალხი მანდობს მომავალში ამ პოსტს, მაშინ მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამოვრციხავ", - განაცხადა რუსეთის ექს-პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, - "მაგრამ ეს დამოკიდებულია მთელი რიგი ფაქტორების ერთობლიობაზე".
მისივე თქმით, იგი ერთხელ "შევიდა ამ მდინარეში" და "ეს სწორედ ის მდინარეა, სადაც შეიძლება ორჯერ შეხვიდე".
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის კომფორტულია იმუშაოს პრემიერ-მინისტრად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
"მე სხვასთან არავისთან წავიდოდი პრემიერ-მინისტრად სამუშაოდ, რადგანაც ეს არაა მარტივი თემა, როდესაც ნამუშევარი ხარ პრეზიდენტად და უნდა გადახვიდე პრემიერ-მინისტრის სავარძელში", - განაცხადა მედვედევმა.