ეგვიპტეში პრეზიდენტ მუჰამედ მუსრის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს 15 წლის მოზარდი დაიღუპა.
მოძრაობა "ძმები მუსულმანების" წარმომადგენელთა განცხადებით, დაღუპული მათი წევრი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ დამანხურში სადაც "ძმები მუსულმანების" შტაბ-ბინა მდებარეობს, სხეულის დაზიანება მიიღო 60-ზე მეტმა ადამიანმა.
მუსრის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ შტაბ-ბინა შტურმით აეღოთ.
დაპირისპირების მიზეზი გახდა პრეზიდენტის ბრძანება, რომლის მიხედვითაც იკრძალება მის მიერ გაცემული განკარგულებების გაპროტესტება.
უფლებათა დამცველები ამ აქტის გამოცემას დიქტატურის დაწყებად აფასებენ.
მასალის გამოყენების პირობები