იაპონიაში ჰიროსიმას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ელექტრომობილი შექმნეს, რომელის გარედან მთლიანად ბალიშითაა დაფარული, რაც დაჯახების შემთხვევაში იცავს ქვეითად მოსიარულეს, ასევე იცავს დაზიანებისგან სხვა ავტომობილს.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ავტომობილი სამბორბლიანია და სავსე ბატარეიით 30 კილომეტრზე მეტს გადაადგილდება.
მანქანა გარედან მთლიანად რბილი, ბალიშისებრი პანელითაა დაფარული. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ავტომობილი უნიკალურია იმით, რომ ის დაჯახების შემთხვევაში სხვა ადამიანის, ან ავტომობილის მკვეთ დაზიანებას არ იწვევს. იმავდროულად, დაჯახებისა და დაზიანების შემთხვევაში, თავად ელექტრომობილი იოლად იბრუნებს საწყის ფორმას.
ელეტრომობილი Save You-ი სერიულ გაყიდვაში მალე ჩაეშვება და მისი ღირებულება 9,8 ათასი დოლარი იქნება.