სტრასბურგში საშობაო ბაზრობა გაიხსნა, სადაც საქართველო, საპატიო სტუმარის სტატუსით, პირველად არის მიწვეული. საშობაო ბაზრობის გაიხსნა გახსნას 10 000 ადამიანი დაესწრო.
ევროპის საპარლამენტო დედაქალაქს წლის ამ პერიოდში 4 მილიონი სტუმარი ჰყავს.
საქართველო პირველად ერთთვიანი ბაზრობის თანამასპინძელია. გუტენბერგის მოედანზე სტუმრებს "ქართული სოფელი" დღეიდან ახალ წლამდე უმასპინძლებს.
ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის გასაცნობად, ქალაქის ცენტრში გამოფენილია ნაციონალური სამოსი, ეროვნული პროდუქცია, სუვენირები, ქართული ღვინო, სამზარეულო.
საქართველოს მოწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო, სტუმრის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის დონეა.
საშობაო ბაზრობის გაიხსნის შემდეგ სტუმრებმა კლებერის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა.