საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი პროექტ "Silk Wind"-ის ფარგლებში სარკინოგზო გადაზიდვებზე ერთიან ტარიფებს აამოქმედებენ. ერთიან ტარიფზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია.
პროექტის შესახებ ცალკეული დეტალების განხილვა საბაჭო სამსახურების უფროსების დონეზე უკვე მოხდა.
თუმც უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ "Silk Wind"-ის რეალიზაცია მხოლოდ ბატო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა როგორც აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სრულფასოვან მუშაობას მხოლოდ 2014 წლიდან შეძლებს.
როგორც ცნობილია, TRACECA -ს კორიდორის ფარგლებში ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ახალი პროექტი განხორციელებას გეგმავენ.ახალი პროექტის- Silk Wind-ის მიზანია შეიქმნას ჩქაროსნული მარშრუტი მულტიმოდალური ტრანსპორტისთვის, რომელივ აღიჭურვება ინფორმაციის გაცვლის სრულყოფილი სისტემით, რათა მოხდეს ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორში ტვირთნაკადის ზრდა.