საქართველოს საკუთარი საინვესტიციო პოტენციალის პოზიციონირებას უკრაინაში დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმზე შეეცდება.
საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმზე - „Export-Import FMCG Food and Drink", რომელიც 15 დეკემბერსდ კიევში ჩატარდება, საქართველოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, მოლდოვასა და თავად უკრაინის ბიზნესკომპანიები.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში მხოლოდ სუამის წევრი სახელმწიფოები მონაწილეობენ, რომელიც 1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიერ დაფუძნდა.