საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ესპანური კომპანია "კობრას" წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის გახლდათ. დავით ნარმანიამ ესპანელ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
კომპანია "კობრა" ერთ-ერთი უმსხვილესი ესპანური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღნიშნული კომპანია უკვე არაერთი წელია მოღვაწეობს საქართველოში. მას ქვეყანაში საკუთარი წარმომადგენლობა გააჩნია და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სწორედ, კომპანია "კობრას" დამონტაჟებულია ელექტრო-სისტემები ბათუმის ანბანის კოშკზე. კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.