თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე მოკლული მოქალაქე, 43 წლის ავთანდილ ადუაშვილია. შემთხვევის ადგილზე მყოფი ადუაშვილის ახლობლების განცხადებით, იგი სხვდასხვა სახის ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.
ადუაშვილის ახლობლები ვერ ასახელებენ მიზეზი რა შეიძლებოიდა გამხდარიყო მისი მკლლელობის მოტივი.
მათი თქმით, უცნობია ადუაშვილს კონკრეტულ პირებთან დაპირისპირებიუს შესახებ. კომენტარს არ აკეთებენ შემთხვევის ადგილზე მყოფი სამართალდამცავები და კრიმინალისტები.
შგახსენებთ, რომ თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე მკვლელბა მოხდა. თეთრი ფერის მერსედესის ემ-ელის მარკის ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. გარდაცვლილის მამაკაცის ცხედარი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მკლელობა ზაზიაშვილის ქუჩაზე არ მომხდარა და ის სხვა ადგილიდან მიიყვანეს და იქ დატოვეს.
მამაკაცს სავარაუდოდ სამი ტყვია აქვს ნასროლი, ერთი შესაძლოა, იყოს საკონტროლო. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.