ინვესტორების მხრიდან ვერცხლზე მოთხოვნა იზრდება, რაც თავის მხრივ ინფლაციის მაღალ დონეს და მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქებას უკავშირდება, ამის შესახებ საუბარია Goldman Sachs-ის ანალიტიკურ ანგარიშში.
იმის გამო, რომ ინვესტორები ვერცხლს ინფლაციისგან თავის დასაღწევად ყიდილობენ, ბანკის მონაცემებით აღნიშნულ მეტალზე ფასმა 31,5 დოლარამდე მოიმატა. ანალიტიკოსების შეფასებით, 2014 წლისთვის ვერცხლის ფასი უნციაზე 34,1 დოლარი იქნება.