ვლადიკავკაზში 43 წლის მეწარმე ჯუნგლი მელაძე მოკლეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს. მიღებული ჭრილობებისაგან მელაზე ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედების მიერ რამდენიმე სახეობის იარაღი იქნა გამოყენებული.
საგამოძიებო ორგანოები არ აკონკრეტებს თუ რა სახის ბიზნესით იყო დაკავებული მელაძე.