ქართველების მიერ ჩადენილი ძარცვა საზღვარგარეთ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეები, ძარცვის მიზნით, თავს ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს დაესხნენ. აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ძარცვა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მათი ინფორმაციით, Farid-ის ავტოგასამართ სადგურს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ, რომლებმაც ავტოგასამართი სადგურის პერსონალი თოკით დააბაეს და 4 ათასი აზერბაიჯანული მანათი გაიტაცეს.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ნოდარ გარუჩავა დააკავეს. გარუჩავას ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ნაპოვნია 1 ავტომატი, 1 რევოლვერი, 1 დანა, 30 ჰილზი ავტომატისთვის, ხოლო 6 ჰილზი რევოლვერისთვის. ძიებისას ასევე დადგინდა, რომ დაკავებულ პირს ძარცვაში ეხმარებოდნენ: აგული აფშილავა და ალექსანდრე აფშილავა. მიმდინარეობს გამოძიება.