საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ექსკლუზიური უფლებებით მოსარგებლე კომპანიების დაჩქარებული გადაყიდვის პროცესი მიმდინარეობს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ბაზრებზე საქმიანობენ კომპანიები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ტიპის მომსახურების ექსკლუზიური უფლება, რომელიც მათ ანიჭებს მონოპოლისტურ ძალაუფლებას ამა თუ იმ სფეროში.
"საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ გამოხატა ნება, გაატაროს რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას და ბაზრების დემონოპოლიზაციას.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გახდა ცნობილი, ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ზემოთ ხსენებული ტიპის ექსკლუზიური უფლებებით მოსარგებლე კომპანიების დაჩქარებული გადაყიდვის პროცესი. მივმართავთ პოტენციურ მყიდველებს, რომ გადაწყვეტილება მსგავსი კომპანიების ყიდვის შესახებ მიიღონ მხოლოდ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში