"დიდი რვიანის" მორიგი სამიტი 2013 წლის ივლისში გოლფ კურორტზე - ლოხ-ერნში, ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა.
სამიტის ძირითადი ნაწილი 17-18 ივლისს, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Lough Erne Resort-ში გაიმართება.
2013 წლიდან "დიდი რვიანის" ხელმძღვანელობას დიდი ბრიტანეთი გადაიბარებს, სწორედ ამიტომ თავად კამერონმა მიიღო გადაწყვეტილება, თუ სად ჩატარდებოდა აღნიშნული სხდომა. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ სამიტის ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარებით, მას უნდა ღიად განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია არის ადგილი ინვესტირებისთვის და ბიზნესის საკეთებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მსგავსი სახის ღონისძიება არასდროს ჩატარებულა.
G8-ის შემადგენლობაში შედიან: რუსეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და კანადა.
"დიდი რვიანის" წინა სამიტი 2012 წლის მაისში აშშ-ში, უფრო კონკრეტულად კი კემპ-დევიდში გაიმართა.