ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს ხანებში შოკოლადი, შესაძლოა, 2-ჯერ გაძვირდეს. მათი ინფორმაციით, შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო კაკაოს მწარმოებელ ქვეყნებში, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოსავალი, ფაქტობრივად, არ არის.
"იმავდროულად, საომარმა მოვლენებმა, რომელიც კოტ-დიუარში დაფიქსირდა, წარმოების გაჩერება განაპირობა", - განაცხადა უკრაინის აგრარული ბაზრის ანალიტიკოსმა მარია კოლესენიკმა.
როგორც ცნობილია, კოტ-დიუარში ომია, განაში, ინდონეზიასა და ნიგერიაში კი გვალვა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდიოდა კაკაოს მოსავლის 80 %. შესაბამისად, ლათინური ამერიკის ქვეყნებს, რომლებთან კაკაო მოჰყავთ, არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლიათ.