ხვალ, 21 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა გაიმართება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 24 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.75 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.