ფინანსთა მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და უცხოურ ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ხვალ, 20 ნოემბერს 12:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჟენგ ვეი შეხვდება. ხვალვე, 17:00 საათზე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეხვედრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან სარა ვილიამსონთა.
მასალის გამოყენების პირობები