"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"როგორც ცნობილია, კვლავ განახლდა „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" კუთვნილი ტყიბულის მაღაროების მუშა-მოსამსახურეების გაფიცვა ამჯერად ძიძიგურის სახელობის შახტაზე დროებით შეჩერებული სამუშაოების განახლების მოთხოვნით.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო სრულიად დასაბუთებული გადაწყვეტილება ძიძიგურის სახელობის შახტის ცალკეული ველების ექსპლუატაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს სამუშაო პროცესის უსაფრთხოების დაცვის ამოცანიდან.
ბოლო პერიოდში აღნიშნულ სამომპოვებლო უბნებზე შეინიშნება მიწისქვეშა ხანძრების გააქტიურება, რის შედეგადაც ხდება წვის მომწამვლელი პროდუქტების გამოყოფა და შესაბამისად, იქ მუშაობა არ არის ადამიანებისთვის უსაფრთხო. გარდა ამისა, აღნიშნული გამოსაღები ველები ხასიათდება უაღრესად რთული სამთო-გეოლოგიური და ტექნიკური პირობებით (ტექტონიკური აშლილობებით), კერძოდ მაღალი სამთო წნევების ხშირი გამოვლინებებით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 6 ნოემბერს, სავენტილაციო გვირაბის ჩამოქცევით. საბედნიეროდ ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საბოლოოდ კომპანიის მენეჯმენტი მივიდა დასკვნამდე, რომ ძიძიგურის სახელობის შახტის რიგ ველებში შეუძლებელია მოპოვებითი სამუშაოების უსაფრთხო გაგრძელება, არსებული ტექნოლოგიური სქემებით.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ყოველთვის იცავდა და კვლავაც დაიცავს საკუთარ წარმოებებში ადამიანთა უსაფრთხო საქმიანობის პრიორიტეტს".