"ამნისტიის საკითხს ფრთხილად ვუდგებით, რადგან გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ამნისტიის საკითხს ფრთხილად ვუდგებით, რადგან გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. Aარ არის გამორიცხული, რომ გარკვეული მუხლების ამოღების ფონზე მოხდეს ბევრი არასასურველი ადამიანიც ციხიდან გამოშვება. Aასე რომ, მაქსიმალურად კრიტიკულები და ძალიან ფრთხილი ვიქნებით ამ კანონპროექტის შესწავლის დროს", _ განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შსს უწყებები პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო დაამუშავებს ამნისტიის კანონპროექტის და მოსაზრებებს პარლამენტს წარუდგენს რის შემდეგ, კანონპროექტის საბოლოო ფორმირება მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობა მასშტაბური ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს.