9 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
2009 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი მიიღო, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა მთელი რიგი საკითხები. ძირეული ცვლილებები შეეხო საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებს.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2004 წლიდან არსებობს, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი 2005 წლიდან შეიქმნა. სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმები არსებობის დღიდან არაერთ ცვლილებას დაექვემდებარა. საიას წარმომადგენელთა განცხადებით, ყოველი მათგანი არსებითად ამცირებდა ნორმის ტექსტის მოცულობას, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად ზრდიდა ფონდების მიზანს, დანიშნულებას და პრეზიდენტისა და მთავრობის თავისუფალი მოქმედების მასშტაბებს.