აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ ვახშამზე სროლის შემდეგ დაკავებული კაცი ორშაბათს სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ ვაშინგტონში ფედერალურმა პროკურორმა ჯანინ პირომ განაცხადა.
შაბათს საღამოს Washington Hilton-ში, სადაც თეთრი სახლის კორესპონდენტებისა და ამერიკის ადმინისტრაციის წევრებისთვის საზეიმო ვახშამი იმართებოდა, მათ შორის ტრამპისა და მისი მეუღლის მონაწილეობით, სროლის ხმების შემდეგ ყველა დამსწრე ევაკუირებული იქნა.
„ბრალდებული ორშაბათს ფედერალურ რაიონულ წარდგება“, — განაცხადა პირომ ინციდენტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ მას „ბევრად მეტი ბრალდება წარედგინება“.
სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ოპერატიულად დააკავეს. საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთმა აგენტმა დაზიანებები მიიღო.
როგორც New York Post იუწყება, სროლაში ეჭვმიტანილია 31 წლის კოულ თომას ალანი, ქალქ ტორანსიდან.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, პირველი ლედისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ევაკუაცია მოხდა.