ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც შაბათს „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით და სამხრეთ ლიბანში განლაგებული ისრაელის სახმელეთო ძალების წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით რამდენიმე შეტევა განახორციელა.
ისრაელმაც დღეს არაერთი დარტყმა განახორციელა ლიბანის სამხრეთით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეზბოლას“, სულ მცირე, ექვსი წევრი დაიღუპა.