ბიშკეკში ქართველი "კანონიერი ქურდი", ილია სამსონია დააკავეს. ოპერატიული მონაცემების მიხედვით, "კანონიერი ქურდი" რუსეთის ტერიტორიაზეც მოქმედებდა.
სამსონია აეროპორტში დაიჭირეს, როდესაც ის "ბიშკეკი-მოსკოვის" რეისით გამგზავრებას აპირებდა. აღმოჩნდა, რომ ის გაყალბებული პასპორტით სარგებლობდა, სადაც ის ყირგიზეთის მოქალაქე, ალიევის გვარით იყო გაფორმებული.
ილია სამსონია ქურდად 1990-იან წლებში "აკურთხა" გავლენიანმა თბილისელმა "კანონიერმა ქურდმა" რობერტ კალანდაძემ, გიორგი ღლონტის, მეტსახელად კიკილოს რეკომენდაციით. "კოლეგებს" შორის სამსონია დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა - წერს გამოცემა. უკვე განიხილება მისი დეპორტაციის საკითხი საქართველოში.