პანამაში მყოფილი ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად საგარეო უწყებამ მუშაობა დაიწყო, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეზღვაურებთან კონტაქტის დამყარება მოხერხდა და საქართველოს ელჩი მექსიკაში პანამაში ჩავიდა და მეზღვაურებს ესაუბრა.
,,ეს არის ნიგერიული გემი, რომელიც არის ძველი, გამოსული მწყობრიდან, ამიტომ პორტში არ უშვებენ და ჩვენ მეზღვაურებს საქართველოში დაბრუნება უნდათ. დღეს მათთან შეხვედრები კიდევ განახლდება. ასე იოლად, როგორც ჩანს, საქმე არ არის, მართალია, მეზღვაურებს საქრთველოში ჩამოსვლა უნდათ, მაგრამ რაღაც დეტალები გასარკვევია, რომელიც მნიშვნელოვანია", -განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღის ბოლომდე ცნობილი გახდება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება მეზღვაურების დახმარება.
შეგახსენებთ, რომ ტანკერი, რომელზეც 12 ქართველი მეზღვაურია უკვე 3 თვეა ნავსადგურიდან 5 კილომეტრში, ღია რეიდზე დგას და პორტში შესვლას ვერ ახერხებს.